თეთრმა სახლმა ინდონეზიას შეატყობინა, რომ რუსეთს G20-ის სამიტში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს

თეთრმა სახლმა ინდონეზიას შეატყობინა, რომ რუსეთს G20-ის სამიტში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს მას შემდეგ, რაც ინდონეზიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი სამიტზე მიიწვია, რომელიც ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს გაიმართება.

20

„პრეზიდენტმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა პრეზიდენტ პუტინის G20-ის სამიტზე დასწრების მიმართ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.

თავის მხრივ, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა „ინდონეზიას სურს G20-ის გაერთიანება. არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღები“.

ინდონეზიამ ასევე მიიწვია უკრაინა სამიტის სტუმრად, ნაბიჯი, რომელსაც ჯენ ფსაკის თქმით, აშშ მიესალმა, თუმცა როგორც თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როგორი იქნება სამიტი.