“შედეგად ჩამოყალიბდა ფსიქოზი, რეალობისგან გაქცევა, რაც ასე აშკარად და მასობრივადაა დაიკვირვება ქართულ რეალობაში”

ფ ს ი ქ ო ზ ი – სულიერი (ფსიქიკური) აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს კავშირს რეალობასთან (!).

ფსიქოზის პროვოცირება შეიძლება სხვადასხვა მოვლენამ გამოიწვიოს, – ალბათ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მათგან საკმარისად ბევრი მოხდა ქართველის ცხოვრებში, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს უკავშირდება შინ თუ გარეთ. თუმცა, ცალკე აღებულმა ერთმა მოვლენამაც კი, ცალკეულმა სტრესულმა სიტუაციამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა.
წარმოიდგინეთ რა ხდება მაშინ, თუ ყველა მოვლენა ერთად დაატყდება თავს ადამიანს! ასეთი სიტუაცია საერთოდ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას.
საუბედუროდ, ეს უკანასკნელი რამ მოხდა საქართველოში!
მაგრამ ამ სიტუაციამ, ფსიქოზთან ერთად ქართველში სხვა აშლილობებიც გამოიწვია, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია (ქართველთან მიმართებაში):
(ა) ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ობსესიურ-
კომპულსიური აშლილობა ყველაზე რთული შფოთვითი
აშლილობაა, რომელსაც აქვს ღრმა გავლენა ცხოვრების
ხარისხზე და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დეპრესია) და
(ბ) მიდრეკილება მიაყენოს საკუთარ თავს ტკივილი.
(ეს არცთუ მთლად ქვეცნობიერი მიდრეკილებაა, არამედ
უფრო სიტუაციისგან გამოწვეული, როცა სასოწარკვეთა ტანჯულის როლისკენ გიბიძგებს და ამით რაღაც თავშესაფარის იმიტაციას გიჩენს).
ყველაზე მძიმე ისაა, რომ ქართველს ეს ორი რამ ერთდროულად განუვითარდა, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა.
შედეგად ჩამოყალიბდა ფ ს ი ქ ო ზ ი – რეალობისგან გაქცევა, რაც ასე აშკარად და მასობრივადაა დაიკვირვება ქართულ რეალობაში.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი; სოციალური ქსელი