ხაშური-ახალციხე-ვალესა და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზებზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ11-კმ25, კმ34-კმ40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ21-კმ25 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა, მეკლდეურების მეშვეობით.

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ან/და შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

 

 

 

 

“იმედინიუსი”