საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ, ხვალ კი კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
მომხსენებელი ირაკლი კობახიძე იქნება. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს რომ, ცვლილებებს „ქართული ოცნების’’ გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე, დღეს ბიუროს სხდომაზეც იმსჯელებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი გუშინ უყარეს. კანონ პროექტის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ.
“იმედინიუსი”