პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება

პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება.

დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე რომ, დღეიდან, 2 მაისიდან სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება.

ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება. მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: 1tv.ge