არც ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის

“ლაბორატორიული მონაცემებით ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”-თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი შემთხვევიდან ორივე შემოტანილია.

“ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ცენტრში ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ, ოთხი პაციენტი გაეწერა და ამ ეტაპზე 23 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ჩვენთან შემოსული ექვსივე პაციენტის წყარო ცნობილია. ამ ახალი პაციენტებიდან ჩატარებული კვლევების მიხედვით, არცერთის მდომარეობა მძიმე არ არის. ლაბორატორიული მონაცემებით მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. ასე, რომ ყველაფერი ჯერჯერობით ნორმაში გვაქვს“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

 

“ნიუპოსტი”