საქართველო ვალდებულია სარკისებურად გაიწვიოს თავისი ელჩი და შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასთან, როგორც არამეგობრულ სახელმწიფოსთან

რაც მეტს უთმობს ოფიციალური თბილის კიევის ხელისუფლებასმით მეტ სილას იღებს მისგან საპასუხოდ!

 ომი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს კი არ დაწყებულა, არამედ დიდი გამარჯვებიდან 46 წლის შემდეგ: 1991 წელს, გერმანიის გაერთიანებიდან ერთი წლის შემდეგ, სსრკ-მ დიდი მარცხი განიცადა – იქნა ლიკვიდირებული და დანაწევრებული, როგორც გერმანია 1945 წელს. სსრკ ერთი გასროლის გარეშე განადგურდა – „ცივი ომით“, რომელსაც დღეს ჰიბრიდულს უწოდებენ, რომლის მთავარი იარაღია მედია-პროპაგანდა და ეკონომიკური ბლოკადა, რომელსაც დღეს სანქციებს უწოდებენ. იმავე 1991 წელს დასავლეთში დაიგეგმა შემდეგი ეტაპი – უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვათა დანაწევრება.

უკრაინა და საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნებარომელთა მოსახლეობაც საბჭოთა კავშირის შემდეგ მედიაპროპაგანდით საფუძვლიანად დამუშავდამედიაპროპაგანდამროგორც მჟავამქართველი ობივატელის გონების ყველა ხვეულა „გადაწვა, შექმნა რა პირდაპირი „საკომუნიკაციო მილი („communication pipe“). ახლა იქ ერთი ბოლოდან პროპაგანდისტული მედია რასაც ასხავს, მეორე ბოლოდან გამოდის, რაც ძალიან მოსახერხებელია – ღა არის საჭირო ინფორმაციის გააზრება-დამუშავებარუსი სამხედროები ბავშვებს აუპატიურებენ!” – შთააგონებენ დღეს ქართველებს, საპასუხოდ, საჭიროა მარტო ხელის აწევა ნაცისტურად და ისტერიული შეძახილი: ხეროიამ სლავარუსკი კორაბლ იდი ნახ..!“. (საქართველოში ეროვნული უმცირესობებირომლებიც მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენენარ ექვემდებარებიან მედია პროპაგანდას სამი მიზეზითმედიათითო-ოროლა გამონაკლისითმხოლოდ ქართულად მაუწყებლობსნაცმენები ფლობენ რუსულ ენასამიტომ უყურებენ რუსულ ტელევიზიას და ადვილად ამოიცნობენ ფეიკებსარაქართველი მოსახლეობა ფარულად უჭერს მხარს რუსეთსრომელიც დღეს უკრაინელ ნაცისტებს ებრძვის, ახსოვს რაროგორ არღვევდნენ ადგილობრივი ნაცისტები მათ უფლებებს საქართველოში.)

ქართული პროპაგანდისტული ტელეკომპანიების („მთავარი“, „პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“) მიერ ზომბირებულმა შიდა ქართლის მოსახლეობამ, უკრაინის დროშებით ხელში, დაიჩოქეს საქართველოს სამხედრო გზის პირას გორიდან ერგნეთამდე – იმ კორტეჟის გზაზე, რომლითაც მიაცილებდნენ “გმირის” ცხედარს – უკრაინაში დაღუპულ ქართველ დაქირავებულ მებრძოლს, თუმცა ორი ნაბიჯის მოშორებით, მინდორში, პირქვე ეგდო გორის ცენტრალური მოედნის კვარცხლბეკიდან ჩამოგდებული სტალინის ბრინჯაოს სკულპტურა – ქართველი გენერალისიმუსის, რომელმაც დაამარცხა ევროპული ნაციზმი (როგორც დღეს გაირკვა, არა საბოლოოდ)! საბჭოთა სიმბოლოები – ნამგალი და ჩაქუჩი, ვარსკვლავი და წმინდა გიორგის ლენტი – გათანაბრებულია ფაშისტურთან და აკრძალულია, ხოლო ქართველი ნაცისტების პარტიამ “ნაცმოძრაობა” (ლიდერი – სააკაშვილი) პარლამენტში მოითხოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი დაქირავებული მებრძოლების უფლებების გათანაბრება დიდი სამამულო ომისა და აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულ ვეტერანებთან, როგორც „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებისა“(?!). თუმცა ვითომდა პროსამთავრობო და სახელმწიფო ტელევიზიებიც კი – იმედირუსთავი 2საზოგადოებრივი მაუწყებელი – არ აცნობებენ ქართველ ხალხს – როგორ კორექტულად ექცევიან რუსები უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, მკურნალობენ, კვებავენ, როგორ ინანიებენ ჩადენილს თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები და რა სიმხეცეებს სჩადიან ყოველდღიურად ნაცბატალიონების ბანდიტები, რომელთაგან ერთმა შეჭამა … მოკლული რუსი ჯარისკაცი (?!). არადა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ვალდებულია არა მარტო უკრაინული ფეიკები, არამედ თითო-ოროლა დოკუმენტური ვიდეო მაინც აჩვენოს ათასობით არსებულიდან, და დაურთოს გამრატებები ქართულ ენაზე!

საქართველო უკრაინისთვის იქცა კადრების სამჭედლო და ექსპერიმენტულ პოლიგონად – სააკაშვილი და მისი აქაური გუნდირომლებიც ხელისუფლებაში 2003 წლის “ფერადი” სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდნენ და შემდეგ ექსპორტირებული იქნენ უკრაინაშიდავით ჟვანია და დავით არახამიააზოვსტალის გენდირექტორი ენვერ ცქიტაშვილი და კიდევ ბევრი სხვა ქართველი უკრაინის ხელისუფლებაში შემთხვევით როდი გამოჩენილანშემთხვევითი როდიარომ მათი დასავლური ბექგრაუნდი ასეთი მსგავსიაამიტომმიუხედავად იმისარომ საქართველომ უკრაინას იმაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნავიდრე სხვა ქვეყნებმასაქართველოს ხელისუფლებაკიევის ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტი ზელენსკის მხრიდან იღებს უპრეცედენტო უხეშ შეურაცხყოფას, რომლის ანალოგიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მოიძებნებადა რაც მეტად ეხმარება საქართველო უკრაინასრაც მეტად უთმობს კიევის ხელისუფლებასმით მეტ სილასა და შეურაცხყოფას იღებს საპასუხოდ კიევიდან! გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ნაცისტური ოპოზიციის ზეწოლით, საპარლამენტო დელეგაციის სათავეში, ღრმა სოლიდარობისა და არანაკლებ ღრმა სამძიმრის გამოსახატავად ვიზიტით ეწვია უკრაინას, საპასუხოდ კი – ახალი შეურაცხყოფა მივიღეთ: კიევი დააბრუნებს თავის ელჩს თბილისში მას შემდეგრაც საქართველოს ხელისუფლება მოახდენს უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებას და ჩვენ ამას ვიგრძნობთ!“ – განუცხადა ჟურნალისტებს ზელენსკიმ, რომელმაც მანამდე საქართველოს ხელისუფლებას უწოდა ამორალური, კონტრაბანდისტები, პრორუსი, მხდალი და ა.შ.

შედეგი სავსებით მოსალოდნელი მივიღეთსაქართველოს ხელისუფლება კვლავ სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა – უკრაინელი ნაცისტებისთვის ის „თავისიანი ვერ გახდასამაგიეროდ, ქართული ოპოზიციის დაცინვის ობიექტად იქცა, და ხელსაყრელ მომენტში რუსები ამ ვიზიტს შეგვახსენებენ… ამ ვიზიტით საქართველომ კინაღამ გააქარწყლა თავისი გონივრული გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს და არ გაგზავნოს რეგულარული ქართული არმია რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად – უკრაინაში, აფხაზეთსა და ცხინვალში, როგორც ამას ღიად მოუწოდებდნენ ზელენსკი, კულება, არახამია, არესტოვიჩი და სხვა კიეველი ბოსები. საქართველოს ხელისუფლებას არასგზით სურს გაიგოსრომ არასოდეს იქნება უფრო ახლოს კიევთანბრიუსელთან და ვაშინგტონთანვიდრე სააკაშვილი და მისი გუნდირომლებიც ერთმანეთისთვის სისხლისმიერი და მოსისხლ ძმები არიან! ამიტომაც უჭერს მხარს აშშის ელჩი რადიკალურ ოპოზიციას და მის ლიდერს – სააკაშვილს (მერე რა, რომ გიჟია საალაშვილი?! მერე რა, რომ ციხეშია?!)ამიტომაც გააკეთა კიევმა დათქმა – სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაშიახლა საქართველო უკრაინასთან ერთად მხარდამხარ იბრძოლებდა რუსეთის წინააღმდეგ!

   2019 წლის 28 იანვარს განვაცხადერომ უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო არ არის და მართალი აღმოვჩნდიდღესყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტის გათვალისწინებითსახელმწიფო ეროვნული ინტერესებიშეურაცხყოფილი ქართველი ხალხის ინტერესები ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებასსარკისებურად გაიწვიოს საქართველოს ელჩი კიევიდან და შეწყვიტოს დიპურთიერთობა უკრაინასთანროგორც არამეგობრულ სახელმწიფოსთან! (რუსეთ შეუძლია ეს არ გააკეთოსრადგან უკრაინა რუსეთმა შექმნა და მისი განუყოფელი ნაწილია.)

   საქართველოში მმართველი პარტია სათანადოდ არასდროს აფასებდა მედია-პროპაგანდის ძალას, ხოლო დღეს თავს იმართლებს, რომ არ ხურავს ზემოხსენებულ ნაცისტურ ტელეკომპანიებს ვითომდა „დასავლური დემოკრატიის სტანდარტების შესატყვისად“. კი, მაგრამ, როდესაც სახელმწიფოში მოქმედებს ნაცისტური იდეოლოგიის პარტია და პროპაგანდისტული ტელეარხებიეს დასავლური დემოკრატიის სტანდარტებს შეესაბამება?! თუ აშშსა და ევროკავშირის სამხედრო დახმარება ნეონაცისტებუკრაინელი პოლიცაების შთამომავლებბანდერასა და შუხევიჩის თანამოაზრეებთვის აკმაყოფილებს დასავლური დემოკრატიის სტანდარტებს?! რატომაა, რომ საქართველოშივისაც რუსეთთან ომი არ სურსმოღალატეა და ვისაც რუსეთთან ომის უნდა – პატრიოტი?! რატომაა, რომ მოქალაქეებირომლებიც არ ეთანხმებიან საქართველოს ისედაც ბრიყვულ „უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს“, ასევე, მათი ოჯახის წევრები, ამერიკის საელჩოს მითითებითსპეცსამსახურების მიერ შეტანილი არიან არაკეთილსაიმედოთა სიაშითუმცა ისინი შეადგენენ მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს?! რატომაა, რომ ყველა საკადრო დანიშვნა და გათავისუფლება აშშ ელჩის სანქციით ხდება, საპატრიარქოშიც კი?! იმიტომ ხომ არარომ ბევრს სიკვდილივით აშინებენ ქართველ ნაცისტებ მომსახურე მედიაპროპაგანდისტებიბლოგერები და ბანდიტები?!

   დასავლეთი განადიდებდა სააკაშვილსროგორც “დემოკრატიის შუქურას“, სანამ არ იხილა პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ დაკვეთილი წამებისა და მკვლელობის ამსახველი ათიათასობით დოკუმენტური ვიდეოპაუზა ძალიან ხანმოკლე იყო და დასავლეთმა მალე ისევ ძველი ტაქტიკა ირჩიამალე დასავლეთი ნაცემი ძაღლივით კვლავ კუდს ამოიძუებროცა უკრაინელი ნაცისტების დანაშაულების შესახებ დოკუმენტური ვიდეოები ინგლისური სუბტიტრებით მთელ მსოფლიო მოიცავს! შემდეგ კი საერთაშორისო კომისიები გააკეთებენ თავიანთ დასკვნებს, რომლებიც ბევრად უფრო საშინელი იქნება, ვიდრე ჰეიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა…

დღეს საქართველოში დაბრუნდნენ, ნაწილი კი – არა მარტო საქართველოში, არამედ საპარლამენტო სავარძლებშიც! – ქართველი ნაცისტები, რომლებიც ვითომდა იბრძოდნენ უკრაინაში. მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, კერძოდ, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობასთუ კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე მსახურობს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებშიპოლიციაშიუსაფრთხოების სამსახურშიმაშრატომ არღვევს საქართველოს ხელისუფლება კანონს – არ დააკავა ისინი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისასრატომ არიან დღემდე საქართველოს მოქალაქეებიბევრი კი – პარლამენტის წევრი?! ან ქართველმა ნაცისტებმა – ყველა ამ რუაშვილბარამიძეხაბაზიელისაშვილმა – აღიარონ, რომ ერთი წუთიც არ უბრძოლიათ, და უკრაინაში მხოლოდ იარაღით ხელში იღებდნენ სელფებს თავიანთი კარიერული მიზნებისთვის (როგორც სინამდვილეში იყო!), ანდა საქართველოს პასპორტები ქართული მოქალაქეობითურთ მაგიდაზე დადონ, როგორც ეს გრძელმა „უკრაინელმა“ სააკაშვილმა გააკეთა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 2 მაისი
საქართველო, თბილისი

წყარო: http://saqinform.ge/