ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებას უერთდება

პარტია “დროა” მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებას უერთდება და ნებისმიერი სახის პროტესტში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ის დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვესმის სპეციალისტებისგან, ეს არის კონკრეტულად შიმშილობის შემდგომი გართულება, რასაც ჩვენ ვუყურებთ მის შემთხვევაში და რაც დაკავშირებულია ასევე მკურნალობის არარსებობასთან. უმოქმედობა და ჩუმად ყოფნა ნამდვილად არ შემიძლია, ამიტომ მე ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მის ოჯახს, მის პარტიას ამ საკითხში და მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში,” – აცხადებს ელენე ხოშტარია.

საპროტესტო აქციების დაანონსებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის განმარტებით არ არსებობს პროტესტის მიზეზი ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება, მთავარი კი მათი თქმით თავად პატიმრის მზაობაა.

“მოცემულ შემთხვევაში რაიმე საპროტესტო მოტივაციისთვის საკმარისი საფუძველი უბრალოდ ობიექტურად არ მოიპოვება. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ჯანმრთელობის ის მდგომარეობა და ზოგადად გაუარესება, რომელზეც საუბრობს ამ შემთხვევაში ბატონი სააკაშვილის გულშემატკივრები საუბრობენ რეალურად მოწესრიგებადია, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაშივე. ამას სჭირდება უბრალოდ ნება და არა სიჯიუტე,” – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მ მიხეილ სარჯველაძემ.

 

“რ2”