სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ
გურიაში 2020 წელს 225 ჰექტარ ფართობზე 250 ტონა მოცვს მოიყვანენ, განაცხადა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.
სოფლის მეურნეობის განვითარება სულ უფრო აქტუალური და პრიორიტეტული ხდება საქართველოს მთავრობისთვის. ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამგრელოში, აჭარასა და გურიაში.
წყარო: sputnik-georgia