“ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება” – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ცნობისთვის: covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის შემდეგი რეგულაციები მოქმედებს:
ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა;
აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;
ტრანსპორტში ფანჯრები მუდმივად ღია უნდა იყოს;
უსაფრთხო დისტანციის დაცვისა და მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისთვის მოეწყობა სავალდებულო პირობითი ნიშნები.
რაც შეეხება 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების საკითხს, როგორც მთავრობაში აცხდებენ, საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.
წყარო: bm.ge