ნაცები იცავენ ქოცების მერს, რომელმაც დამოუკიდებლობის დღეს მარმარილოს რესტავრაცია გაუკეთა აზერბაიჯანელი ოკუპანტის (ბოლშევიკი წითელი კომისრის) ძეგლს.
გვიან ღამემდე გახლდით მარნეულში, ადგილზე გავეცანი ვითარებას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მართავს ნეობოლშევიკური მარიონეტი ქოც-ნაცური პოლიტ(ბნ)ელიტა, რომელსაც აშშ-დან დაუქნევენ თითს – ამერიკულ საქმეს აკეთებს, მოსკოვიდან გასცემენ დირექტივას – რუსულ საქმეს, ბაქოდან – აზერბაიჯანულს და ა.შ…
26 მაისს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მარნეულის მერიამ კი სერგო ორჯონიკიძის თანამებრძოლი ბაქოელი წითელი კომისრის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი მოაპირკეთა მარმარილოთი მისი დაბადებიდან 150 წლისთავის აღსანიშნავად!!!
ცნობისათვის ეს ის ნარიმანოვია, ვინც ზაქათალას ოლქის აზერბაიჯანზე გადაცემის დოკუმენტს აწერს ხელს. საქართველოს მხრიდან კი ამ დოკუმენტს ფილიპე მახარაძის ხელმოწერა ,,ამშვენებს”…
ლევან ჩაჩუა
“ქართული იდეა.ჯი”