რუსეთის „ეფ ეს ბეს” ცნობით, კურსკის რეგიონში უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

რუსეთში, კურსკის რეგიონის ერთ-ერთი რაიონული პოლიციის უფროსი უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული 1981 წელს დაბადებული პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი ბორზენკოვია.

„კონტრდაზვერვის მონაცემების თანახმად, ბორზენკოვი კონფიდენციალურ თანამშრომლობაში იმყოფებოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოსთან და აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას უცხოური სპეცსამსახურის ინტერესების შესაბამისად,” – ნათქვამია „ეფესბეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“აიპიენი”