ხომერიკი გამყოფ ზოლზე, შარვალჩახდილთა აქციას აკრიტიკებს – “თუ ვაჟკაცი ხარ, აჩვენე, წინ რაც გაქვს”

“რა მოვიგეთ იმით, რომ ატოცში ჩამოვედით, ნიფხავი ჩავიხადეთ და ვაჩვენეთ ტრაკი?, თუ ვაჟკაცი ხარ აჩვენე წინ რაც გაქვს” –  განაცხადა  „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა სოფელ შაქშაქეთში ყოფნისას.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ქართულ მხარესთან დიალოგისთვის და ჯერი ხელისუფლებაზეა. მისივე თქმით, წარმატებული მოლაპარაკებებისა და ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში პრობლემა მალე მოგვარდება.

რაც ეხება ნატოში გაწევრიანების საკითხს, ხომერიკის თქმით, რუსეთს  არ სურს მის სიახლოვეს ნატოს და მტრის ჯარი იდგეს.