პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ავრცელებს.
თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა. ის არის არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი.
ლექსო თორაძე 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა. 1991 წელს ის გახდა საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio.