“მიყვარს, იმიტომ რომ Nika Gvaramia-აა ყველაფერი კარგად იქნება…” – ხათუნა ოჩიაური

“ვარდების რევოლუციამდე”ცოტა ხნით ადრე მამა რაღაც პოლიტიკურ შეხვედრაზე იყო. იქედან დაბრუნებული გახარებული გვიყვებოდა, რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭი გაიცნო.

ეს გაცნობა შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა. ის არა მარტო მამას, არამედ ოჯახის მეგობარიც გახდა.
როცა მე პარლამენტის წევრი უნდა გავმხდარიყავი, მასთან ვიყავი და გასაღებების საკიდი მაჩუქა, ამით დაგილოცავ პოლიტიკურ გზასო. ახლაც იმ საკიდზე მაქვს გასაღებები.
მერე დიდი დრო გავიდა.
მამა გარდაიცვალა.
საჯაროდ არ დამიწერია, რომ მამას საფლავი ამ “ბიჭმა” შეიძინა. მითხრა, ასე მინდაო.
არ დამიწერია, იმიტომ რომ ეს არაა მიზეზი რატომაც მიყვარს.
მიყვარს, იმიტომ რომ Nika Gvaramia აა
ყველაფერი კარგად იქნება”

“ენმ”-ის წევრი, ყოფილი დეპუტატი ხათუნა ოჩიაური; სოციალური ქსელი