რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სასანქციო სიაში სულ 31 ორგანიზაცია მოხვდა გერმანიის, საფრანგეთის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისა და ასევე აშშ-სა და სინგაპურიდან. მათ შორის „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც“ ფიგურირებენ.
სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება აეკრძალებათ.