“იმდენ ხალხს შევკრებთ ივანიშვილის დასაცავად… არ ვართ უმადურებისადა დაუნახავების ქვეყანა” – უცნობიდურებისა ქვეყანა” – უცნობი

გია გაჩეჩილაძემ, გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა:

“…დღევანდელი დღე რომ აიღო, უკრაინა-რუსეთის ომი და საქართველოში მშვიდობა, რომელიც არავის აძინებს, ვინც ჩვენი მტერია შიგნით თუ გარეთ. ხალხით ვერ ტეხენ, ქუჩით ვერ ტეხენ, რევოლუციით ვერ ტეხენ, ახლა უნდათ რომ გადატეხონ ბიძინა ივანიშვილის სანქციებით და რა ჰგონიათ, რომ ამას გადატეხთ? ასე მალე გადაანგრევთ ქართველი კაცის ნებას? რომ ისევ იმ კოშმარულ სიზმარში დავბრუნდეთ სადაც ვიყავით და იმაზე უარესში? გამოვა კი არა, თუკი სადმე ოდესმე ადამიანების სიმრავლე ყოფილა და გამოსულა ასი იმდენი იქნება იმიტომ, რომ საქართველომ ისე იცის ერთმანეთის გვერდით დგომა, როცა ქვეყანას და საქმეს დასჭირდება, როგორც არასდროს.

არ არის საქართველო უმადურებისა და დაუნახავების ქვეყანა, ეს მილიონჯერ დაუმტკიცებია და კიდევ მილიონჯერ დაამტკიცებს. ვერანაირი სანქცია ვერ გადატეხავს იმას, რომ საქართველოში არც ერთ ჩვენგანს არ გვინდა, რომ საქართველო არ არსებობდეს! მეორე ფრონტი და მეათე ფრონტი გაიხსნას კიდევ აქ.”