შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარიხუანის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს 3 პირი – 1993 წელს დაბადებული მ.ბ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. და 2000 წელს დაბადებული დ.გ.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ს ბინის ჩხრეკისას დიდი ოდენობით მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს.