ირმა ინაშვილი – “ახალგაზრდა კაცი რომ ხარ, ბოკერიას ლექციაზე როგორ ჯდები, არ გიტყდება, სინდისი არ გაწუხებს?!”

პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ ლექციას, რომელიც გიგა ბოკერიამ წაიკითხა  ეხმიანება:

“ჩემთვის გასაოცარია, რა პოლიტიკური, თუ ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა გაუზიაროს ან სააკაშვილმა და ან ბოკერიამ ახალგაზრდობას. რომელი გამოცდილება, ხალხს როგორ აწამებდნენ? ქვეყნის მიწებს როგორ აბარებდნენ? ვცდილობ, კომენტარი არ გავაკეთო ხოლმე ციხის კადრებზე, ციხეებში პატიმრების მასობრივ წამებებზე, მაგრამ სააკაშვილმა რომ ენა წაიგრძელა და არავის არსად ჩვენ არ ვაწამებდით, უმწიკვლოები ვართო, ეს ხომ სამარცხვინო ტყუილია?! ამაზე დიდი ცინიზმი შეუძლებელია წარმოიდგინო. და ახლა ეს ხალხი, რომელიც თავად აწამებდა, კლავდა, ართმევდა, არბევდა, რა გამოცდილებას უზიარებს ახალ თაობას? ვისაც ეხება, მის საყურადღებოდ ვწერ საჯაროდ:
მოარიდეთ ახალგაზრდული პარლამენტის წევრი სტუდენტები ამ მარაზმს, გაარიდეთ, უფრო სწორად, თორემ რა შედეგიც მოგვიტანა ე. წ. პატრიოტთა ბანაკებმა, იმაზე უარეს შედეგს მიიღებს ქვეყანა.

ან ახალგაზრდა კაცი რომ ხარ, არც ისეთი ყმაწვილი, რომ არ გახსოვდეს შენს ქვეყანაში რა ხდებოდა, ბოკერიას ლექციაზე როგორ ჯდები, არ გიტყდება, სინდისი არ გაწუხებს?! გაიგეთ, სტუდენტები ხართ თუ აბიტურიენტები, ამ ხალხისგან ვერც სიკეთეს ისწავლით, ვერც სიყვარულს, ვერც ლმობიერებას, ვერც ვაჟკაცობას და ვერც თავდადებას. მოიწამლებით!!! არც ქვეყნისთვის ივარგებთ, არც თქვენი ოჯახებისთვის და აღარც მეგობრებისთვის.”- წერს ირმა ინაშვილი