ოთარ კახიძე პრინციპულად ითხოვს რურუას გათავისუფლებას

„ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან ჩვენ 8 მარტის შეთანხმების ერთგულები ვართ – ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მოვუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა და გაათავისუფლოს გიორგი რურუა.

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ არა მხოლოდ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას, არამედ მთლიანად ნორმალიზაცია მოხდება პოლიტიკური ვითარების. ძალიან კარგი თუ საკმარისი ხმები აქვთ, მაშინ მიიღონ საარჩევნო სისტემა, ჩვენთვის მისაღებია ეს სისტემა, რომელზეც 8 მარტის შეთანხმებით გავაფორმეთ კონტრაქტი“ – განაცახდა ოთარ კახიანმა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

“იმედინიუსი”