სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კვლავ ამბობენ, რომ მთავარ მოთხოვნად მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა რჩება.
რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, “სტრატეგია აღმაშენებელი” მსჯავრდებული პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანას ემხრობა, “ლელოში” კი განმარტავენ, რომ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაა საჭირო.