„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.
„ძალიან რთულია… გულწრფელად არ ველოდი. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ჩემს შვილებს ვუთხრა გამაგრდნენ. გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება“, – აცხადებს გვარამიას მეუღლე.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.