“საქართველოს გამოჯანმრთელება უნდა გაგრძელდეს და ის დამნაშავეების დასჯით და “ომისა და სიკვდილის” პარტიის აკრძალვით უნდა დასრულდეს”

 

⚫️ დასაფასებელია თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებები ბატონო პრემიერო. ვიმედოვნებ არჩეულ გზას არ გადაუხვევთ.

⚫️ განაგრძეთ საქართველოს გამოჯანმრთელება და თქვენს გვერდით დადგება ასობით ათასი ქართველი…

⚫️ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პრაგმატული პოლიტიკით და სწორად შერჩეული რიტორიკით, ერთის მხრივ ომის ქარცეცხლი აგვაცილა თავიდან, მეორეს მხრივ კი საბოლოოდ აღკვეთა ხელისუფლებაში “ჯალათების და მკვლელების” დაბრუნება, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის დაღვრიდნენ სისხლს,
იმისათვის, რომ ისევ ეცეკვათ გვამებზე…

⚫️ ჯერ კიდევ ვინც ვერ ხვდებით თუ რა საფრთხეს აგვაცილა პრემიერმა თავიდან, უბრალოდ არქივს გადაავლეთ თვალი, რა გამოვიარეთ უახლოეს წარსულში.
საკმარისია უკრაინის ტრაგედიაზე ყურება, რომ მიხვდე თუ რისგან იხსნა საქართველო პრემიერმა.

⚫️ თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი…
საქართველოს გამოჯანმრთელება უნდა გაგრძელდეს და ის დამნაშავეების დასჯით და “ომისა და სიკვდილის” პარტიის აკრძალვით უნდა დასრულდეს…

©️ ირაკლი ჯანყარაშვილი