“აპრავებთ”? მიშას- 5 პიჯაკის ყიდვის და გვარამიას სამსახურის მანქანით ოჯახის მომსახურეობის გარდა დანაშაული არ ჩაუდენიათ?!” – სანდრო ბრეგაძე

“ის პიჯაკების ყიდვის ბრალდებით დაიჭირეს ‼️

ეს სამსახურის მანქანით ბავშვები რატომ წაიყვანა სკოლაშიო ‼️

ქართული ოცნება – ანუ ამითი რას ამბობთ, რომ სხვა დანაშაული არ ჩაუდენიათ ნაცებს ⁉️

7 ნოემბრის, 26 მაისის, ცხინვალის დაკარგვის ან გვარამიას პროკურორობის დროინდელ ქმედებაზე რომ დაგეპატიმრებინათ კიდევ გაიგებდა ხალხი, მაგრამ სამსახურის მანქანით სარგებლობისთვის კაცს რომ იჭერთ – ამითი ნაცებს რომ “აპრავებთ” ვერ ხვდებით ⁉️

კიდევ ერთხელ ვაცხადებ – ანუ ქართული ოცნება რას უცხადებთ მთელს საქართველოს – მიშას 5 პიჯაკის ყიდვის და გვარამიას სამსახურის მანქანით ოჯახის მომსახურეობის გარდა დანაშაული არ ჩაუდენიათ ⁉️

არა რა – ესენი თავიანთი უჭკუობით მართლა დააბრუნებენ ნაცებს ‼️

ასეთი არაპროფესიონალიზმი და სიბრიყვე ვერც კი წარმომედგინა ‼️”

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე; სოცქსელი