თბილისში, ყაზბეგის გამზირზე კორპუსის სადარბაზოს ნაწილი ჩამოიშალა.
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს აივანი ჩამოიშალა. ჯერჯერობით, უცნობია რამ გამოიწვია აივნის ნაწილის ჩამოშლა. როგორც საბურთალოს გამგეობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“კორპუსის მდგრადობის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. საერთო სარგებლობის აივნის პატარა ნაწილი ჩამოიშალა, ანუ სადარბაზოს აივანი ეგრეთ წოდებული და პატარა ნაწილია ჩამოშლილი” – აცხადებენ გამგეობაში.
მათივე თქმით, ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
წყარო: radiotavisupleba.ge