გაუქმდა ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა

გაუქმდა ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ვებ-გვერდზე დილით გამოქვეყნდა. მოკლე პრესრელიზში ნათქვამი არ არის შეხვედრის გაუქმების მიზეზები.

17-18 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 17 მაისს ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ “საქართველოსთვის ისე მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, როგორც არასდროს.”

დღეს, 18 მაისს ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შორის.

რადიო თავისუფლება ცდილობს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიიღოს ინფორმაცია შეხვედრის გაუქმების შესახებ. მათგან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

წყარო: radiotavisupleba.ge