“ამ აზროვნებამ ერთხელ უკვე ხერხემალში გადატეხა საქართველო!… რა შედეგიც დადგა ხედავთ!” – დემურ გიორხელიძე

ეს იმდენად საინტერესო რამეა, –
უნდა გაგიზიაროთ!
ჩემთვის უცნობმა ადამიანმა მომწერა –
პირადში. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ
აშკარად “მრგვალი მაგიდისა” და იმ
ჯგუფის წევრია.

ქართველი ჩანს, თუმცა, ფრაზეოლოგია წარსულში ჩარჩენილი ადამიანის აქვს: ალბათ, ეს მათი ტრაგედიაა.
თავაზიანად მოვიწვიე მესტუმრეთ უნ-ში და ვისაუბროთ-თქო და… ქართველი რომ იყოს სულში –
თავაზიანად მაინც მიპასუხებდა! ?
მოკლედ, ეს მოვლენაც საქართველოს ტრაგედიაა და
ჩვენი საერთო უბედურება.
აი, რა მომწერა:
David Khintibidze
“გამარჯობა. თქვენ ხართ კოლონიზატორის მიერ გამოზრდილი ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მისი პოლიტიკური და იდოლოგიური კურსის გამტარებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის დამპალ იმპერიასთან ერთად თქვენი და თქვენნაირების რეტროგრადიზმი გადაშენება და თავს დაანებებს დამოუკიდებელ საქართველოს. სამარცხვინო კაცი ხართ!!!”
p.s.
ასე აზროვნებს ზრდასრული ადამიანი!
მე არ განვიხილავ – უფალი განიხილავს!
ქართველს არ შეუძლია მოვიდეს და ღირსეულად გაგაკრიტიკოს, მოუსმინო და მოგისმინოს.
ამ აზროვნებამ ერთხელ უკვე ხერხემალში გადატეხა საქართველო!
ამ ეროვნულმა ხალხმა მხარი დაუჭირა სრულიად არაეროვნულ ძალას და რა შედეგიც დადგა ხედავთ!
ახლა მესამე მცდელობაა და აღარფერი დარჩება!
არ ვბრაზობ მასზე!
უბრალოდ, ეს გონიერებისა და ღირსების მიღმაა!
არც შეიძლება ამაზე გაბრაზება!
ეს უნდა მიიღო როგორც გაუკუღმართებული გარემოს
ტრაგიკული შედეგი: ასე კაცები არ საუბრობენ!

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი; სოციალური ქსელი