ლარი დოლართან მიმართებით ბოლო ორი წლის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა.
20 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 2,26 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 2,9036 ლარს გაუტოლდა. ლარი დოლართან მიმართებით ამაზე მეტად გამყარებული ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.
რაც შეეხება ევროს, ბოლო ერთ დღეში ლარი ამ ვალუტასთან მიმართებით 0,51 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულება 3,0738 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2020 წლის თებერვლის მაჩვენებლამდე არის გამყარებული.
სებ-ის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსი დღეს, 21 მაისს შევიდა ძალაში.
წყარო: accentnews.ge