პედაგოგი, ია ძირკვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“წუხელ მესამეკლასელი მოსწავლის მშობელს მივწერე ბავშვის არასასურველ ქცევაზე. ცოტა გვიან მომივიდა მიწერა და ვთხოვე, ამაღამ, ძილის წინ, ნუ გაუფუჭებთ განწყობას და ხვალ დაელაპარაკეთ_მეთქი. “დამსინა”.
დილით მოვიდა აღნიშნული მოსწავლე სკოლაში და მეუბნება: მას, დედიკომ წუხელ არ გამიფუჭა განწყობა და არც დღეს, ვინაიდან მე წავიკითხე თქვენი შეტყობინება და წავშალეო.
თან ამას მეუბნება უგულწრფელესად, ძალიან სათნო თვალებით
წესით, მკაცრი სახე უნდა მიმეღო (სხვისი შეტყობინების წაკითხვა არ არის მოსაწონი საქციელი) მაგრამ აბა რა რკინის ნერვები უნდა გქონდეს მასწავლებელს, რა ჯადოქარი უნდა იყო, ასეთ დროს სიცილი რომ შეიკავო.”