“რისი მომწამვლელი მამალაძე იყო? გეტყვით, რატომ დადგა “ოცნებამ” ეს სცენარი – სანდრო ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ჯორჯიან თაიმსის ეთერში, ამბობს:

“რომელი ხელისუფლების დროს გაიტენა ეკლესია მარგინალი ბანდიტებით? პეტრე ცაავა რა – ნაციონალებმა შვა, ახალაიებმა და ამათმა კვებეს, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში არ იკვებებოდა პეტრე ცაავა? პატრიარქზე რომ ათას სიბინძურეს ლაპარაკობს? ამ ხელისუფლების დროს არ დაიჭირეს ის მღვდელი, რომელიც ციხეშია იმ სკანდალის გამო? შევარდნაძემ რომ დახრიტა თვითფრინავის საქმეზე მამაო, ჩიხლაძე, უდანაშაულო ადამიანი, იმის შემდგომ მღვდელი არ დაუჭერია არავის… დეკანოზი მამალაძე კაციშვილმა არ იცის რატომ ზის ციხეში… რისი მომწამვლელი მამალაძე იყო და რისი ციანიდი და შორენა ვის რად უნდა რომ მოწამლოს? ამ ზღაპრებს ვინ დაიჯერებს? ქართულმა ოცნებამ დადგა ეს სცენარი, რომ ეკლესიის სრული დისკრედიტაცია მომხდარიყო – რატო? სხვა ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ არ უნდა იარსებოს ამ ქვეყანაში.”