„თუ YouTube კიდევ დაბლოკავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს, მოსკოვი პასუხს გასცემს“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ YouTube კიდევ დაბლოკავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს, მოსკოვის პასუხი იქნება უცხოური მედიის ჟურნალისტების გარიცხვა.

„კიდევ ერთი დაბლოკილი ბრიფინგი და ჩვენ დავასახელებთ კონკრეტულ სახელს ან კონკრეტულ მედიასაშუალებას, რომელიც სახლში წავა“, – განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე, აპრილში YouTube-მა ზახაროვას ბრიფინგი “ძალადობის პოლიტიკის დარღვევის” გამო წაშალა.