შალვა პაპუაშვილი – 26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვის ხსნოვნას, გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის ადგილი ევროკავშირშია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსნოვნას.
მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია.
– „26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსნოვნას. ეს არის ის, რაც აერთიანებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ჩვენი მოქალაქის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“ – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
May 26 preserves the memory of devotion, sacrifice and struggle for liberty of #Georgia. This is what unites the past, the present & the future of all its citizens in 🇬🇪 & abroad. We will continue building a European state with its deserved place in 🇪🇺. Happy Independence Day! pic.twitter.com/lQguFQiten
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) May 26, 2022
წყარო: accentnews.ge