ერდოღანმა აღნიშნა, რომ სტოკჰოლმისა და ჰელსინკის კონტაქტები თურქეთში აკრძალულ PKK-თან დაკავშირებულ პირებთან და ინსტიტუტებთან, ნატოს სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ სტოკჰოლმისა და ჰელსინკის კონტაქტები თურქეთში აკრძალულ PKK-თან დაკავშირებულ პირებთან და ინსტიტუტებთან, ნატოს სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
ფინეთმა და შვედეთმა 18 მაისს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს გადასცეს განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
თურქეთმა დაბლოკა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ანკარას არ შეუძლია თქვას „დიახ“ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე, რადგან არ სჯერა მათ დარწმუნებებს თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ქვეყანას „საჭიროა წერილობითი შეთანხმება“ შვედეთთან და ფინეთთან ამ ქვეყნების მიერ „კონკრეტულ ნაბიჯზე“, რათა შეაჩერონ ტერორიზმის მხარდაჭერა.
წყარო: infoanalytical.ge