ორი წლის შემდეგ პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 8 ივ­ლის თბი­ლის­ში, კიკ­ვი­ძის პარკთან მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. 12 წლის და 20 წლის დები მი­თაგ­ვა­რი­ე­ბი კიკ­ვი­ძის პარ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გზა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც მათ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა.

დარ­ტყმა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ გო­გო­ნე­ბი სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ტაქ­სის სა­ბუ­რა­ვებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, რო­მე­ლიც მი­თაგ­ვა­რი­ებს და­ე­ჯა­ხა, პო­ლი­ცი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა. იგი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და მხო­ლოდ სამი დღის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში.

ორ­წლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტივს, ა. ი-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ე­ფარ­და. მი­თაგ­ვა­რი­ე­ბის ოჯა­ხის ინე­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი” იცავს.

ქეთი მი­თაგ­ვა­რია

ად­ვო­კა­ტი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი AMBEBI.GE -სთან ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

“დები კიკ­ვი­ძის პარკში აპი­რებ­დნენ შეს­ვლას. ამ დროს მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მო­ვარ­და და და­ე­ჯა­ხა ბავ­შებს, ორი­ვე სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს ის­რო­ლა და იმა­ვე მხრი­დან მო­მა­ვალ ტაქ­სის შე­უც­ვივ­დნენ სა­ბუ­რა­ვებ­ში. ტაქ­სის მძღოლს რომ არ ემარ­ჯვა, რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, ვერც მე­ო­რე და გა­დარ­ჩე­ბო­და. ტაქ­სის მძღოლ­მა დრო­უ­ლად და­ა­მუხ­რუ­ჭა, რად­გან იგი შე­სა­ბა­მი­სი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და.

ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ეს პო­ლი­ცი­ე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. უფ­რო­სი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ორ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო უმ­ცრო­სი ჯერ კი­დევ არ არის ბო­ლომ­დე რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი. რად­გან დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მა­შინ­ვე აა­მოქ­მე­და სტრა­ტე­გია და ცდი­ლობ­და ისე წა­ეყ­ვა­ნა გა­მო­ძი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ ტაქ­სის მძღო­ლის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ თვითმხილ­ვე­ლებ­მა იმარ­ჯვეს, და­უდ­გნენ გვერ­დით ამ მძღოლს და სხვა გზა რომ არ დარ­ჩა, შემ­დეგ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. რო­გორც ჩანს, იმი­ტომ მი­ი­მა­ლა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და არ უნ­დო­და კი­დევ უფრო დამ­ძი­მე­ბო­და ბრა­ლი. სამი დღის შემ­დეგ თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში და თქვა, იმი­ტომ და­ვი­მა­ლე, რომ შე­მე­შინ­დაო” – გვიყ­ვე­ბა ად­ვო­კა­ტი.

ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი დრო­ში გა­ჭი­ა­ნურ­და, რაც უფ­ლე­ბადმცვე­ლის აზ­რით, სამ­ხა­რა­უ­ლის ექპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს არა­ე­ფექ­ტურ­მა მუ­შა­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვე იყო, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ შე­წყვე­ტია. ვის რაში სჭირ­დე­ბა ისე­თი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც გან­საც­დელ­ში მი­ა­ტო­ვებს მო­ქა­ლა­ქეს და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის შე­ე­შინ­დე­ბა?! მთე­ლი ორი წელი ის მუ­შა­ობ­და სის­ტე­მა­ში, მე­ტიც – და­ა­წი­ნა­უ­რეს კი­დეც. უც­ნა­უ­რად გა­ჭი­ა­ნურ­და დრო­ში სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნა.

ორი წელი ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლუ­რად დიდი დროა თუნ­დაც იმ კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის, რაც ჩა­ტარ­და. ვე­ლო­დე­ბით, რომ სა­ბო­ლო­ოდ პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯი­ან. სა­დაც ორი წლის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს და აღ­კვე­თის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს, გა­ნა­ჩე­ნიც პა­ტიმ­რო­ბა იქ­ნე­ბა” – ამ­ბობს ქო­ბე­საშ­ვი­ლი.

 

 

“ambebi.ge”