ხულოში კაცს დათვი დაესხა თავს

ხულოში, სოფელ რაქვთაში მამაკაცს სავარაუდოდ, დათვი დაესხა თავს, –  ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუახნის კაცი ტყეში საქონლის მოსაყვანად მარტო იყო გასული. ის უგონო მდგომარეობაში ახლობლებმა ტყეში იპოვეს.

დაშვებული კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის განცხადებით, დაზიანებები შესაძლოა, დათვის თავდასხმას არ უკავშირდებოდეს და მამაკაცს დაცემისგან ჰქონდეს მიღებული, რადგან ბრჭყალის ნაკვალევი არ აღენიშნება.