საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა თურქეთის ქმედებებს ლიბიაში და აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა არ ასრულებს ბერლინში გამართული კონფერენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს.
„თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს და ბერლინის კონფერენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
10 ივნისს, ფრანგულ და თურქულ სამხედრო ხომალდებს შორის ლიბიის სანაპიროსთან მოხდა ინციდენტი- ფრანგული გენერალი ლა ფაიეტის კლასის ფრეგატი, COURBET-ი თურქული სამხედრო ხომალდის სამიზნეში იქნა ამოღებული.
„როდესაც ვიხსენებ, თუ რა მოხდა წინა კვირას ლიბიის წყლებთან, ეს ძალზე მიუღებელია და გასული წლის ჩემს განცხადებას კიდევ ერთხელ გავიხსენებ, როდესაც ნატოს ტვინის სიკვდილი ვახსენე. იმას, რასაც გასულ კვირას ჰქონდა ადგილი, სწორედ ზემოხსენებულის თვალსაჩინო მაგალითია“- ამბობს მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, როდესაც სწორედ საფრანგეთის უშუალო ჩარევითა და სამხედრო ოპერაციით დაამხეს მუამურ კადაფის ხელისუფლება, დღეს ქვეყანაში ორმმართველობაა, რომლის ფონზეც ქვეყნის დედაქალაქი და დასავლეთი ნაწილი ლიბიისა კონტრლდება გაეროს მიერ აღიარებული ხელისუფლების მიერ, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი და სამხრეთი 2014 გენერალი ჰაფთარისა და მისი ჯარების კონტროლქვეშაა.
“ნიუპოსტს.ჯი”