“კოლექტიურ დასავლეთში” არავინ არ დაგვიფასა ევროინტეგრაციისთვის გაღებული მსხვერპლი.
წლებია და უკვე ათწლეულებიც კი რაც საქართველო იბრძვის ნატოს წევრობისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა.
რა თქმა უნდა ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ეს ვერც მომავალში მოხერხდება.
უკრაინის მაგალითმა საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი “ალიანსს”, რომელიც როგორც აღმოჩნდა არც სტაბილურობის გარანტი არ არის და რა თქმა უნდა ის არც რუსეთთან აპირებს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას, არც ერთი “პოსტ-საბჭოთა” ქვეყნის ინტერესების დაცვის მოტივით.
ამ ორგანიზაციის წესდებაში არ არსებობს არც ერთი მუხლი, არ არსებობს ერთი რაიმე სახის გარანტიაც კი, იმისა, რომ ორგანიზაციის წევრობით ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.
შევიქმნით უსაფრთხოებას. წევრობის საკითხთან დაკავშირებით საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც ის გახდა პროგრამის პარტნიორობა მშვიდობისთვის („პარტნიორობა მშვიდობისთვის“) ერთ-ერთი პირველი მონაწილე. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მაგრამ თანამშრომლობა ზოგადად შეზღუდული იყო. მხოლოდ 2001 წელს დაიწყო ერთობლივი წვრთნები PfP-ის ფარგლებში. მომდევნო 2002 წელს საქართველოს ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ალიანსში გაწევრიანების სურვილი.
თუმცა სურვილის გამოცხადებიდან დღემდე, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა გარდა გაღებული კარისა, რომელშიც არა და არ შეგვიშვეს.
“კოლექტიურ დასავლეთში” არავინ დაგვიფასა ევროინტეგრაციისთვის გაღებული მსხვერპლი.
არავინ დაგვიფასა ე.წ. ევროპული არჩევანი, რომელსაც ჯიუტად ვინარჩუნებთ.
ამ არჩევანმა დაგვაკარგვინა ქვეყნის 22%.
ამ არჩევანს სრულად დავანგრევინეთ ეკონომიკა.
ამ არჩევანის გამო ვანგრევთ ეკლესიას, ვამეფებთ უღმერთოებას და გარყვნილებას და ასე შემდეგ …
ამ არჩევანს გავანადგურებინეთ გენოფონდი, გავაღარიბეთ ერი, რომელიც დღემდე ფაქტიურად “კაზინო-ბორდელების” ტყვეობაში იმყოფება.
რა მივიღეთ სანაცვლოდ “კოლექტიური დასავლეთისგან” ?!
“შეშფოთება – აღშფოთების” და გაურკვეველი გრანტების გარდა, რომელიც მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, ეროვნული ცნობიერების, ისტორიის და კულტურის ნგრევისთვის არის გამიზნული.
წყარო: infoanalytical.ge