მე რუსეთთან ურთიერთობის ძლიერი და სანდო დიპლომატიური კავშირის აღდგენა მსურს! – ვასილ გოგალაძე

მე რუსეთთან ურთიერთობის ძლიერი და სანდო დიპლომატიური კავშირის აღდგენა მსურს!!!

სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, მთლიანი, ერთიან საზღვრებში მყოფი სამშობლო, ეკონომიკურად წელში გამართული საქართველო მინდა!
საქართველო კავკასიაში უნდა იყოს გარანტი რუსეთისათვის მეტი უსაფრთხოებისა და ეს იქნება იმის საფუძველი, რომ ჩვენი ერი და პირველ რიგში, გლეხი კაცი, უფრო ძლიერი და წელში გამართული გახდეს !
იმას ვერ უარვჰყოფთ, რომ დასავლეთი არაა გარანტი ჩვენი სტაბილურობისა და მთლიანობის სამომავლო უსაფრთხოებისა !
ქვეყანა სულს ღაფავს და ქართველი კაცი სამშობლოს ტოვებს, ადამიანი უფუნქციოდ დარჩა !
მთელმა ამ ოცდაათწლიანმა ვითომ თავისუფლებამ ერი სულიერად გამოფიტა და დაღალა, წელში გატეხა და გარყვნა, ახლგაზრდობის უდიდესი ნაწილი, მომავალისა და სამშობლოს მიღმა დატოვა, უამრავ ჩვენს თანამემამულეს კი რწმენა დაუკარგა!
განათლება მოუსპო!
სოფელი დაიქცა და ბოძი წაიქცა, ტერიტორიებდაკარგული, საშოვარს გასადაგებული, უპატრონოდ დარჩენილი მშიერ-მწყურვალი, ველურ ჯოგად გვაქციეს, რომელსაც საცდელ ექსპერიმენტების ლაბორატორიად გვიყენებს ცივილური ევროპა!
ესა გზა ევროპის მომავალია !? და ჩემი ქვეყნის ერთიანობის გარანტიაა !?