რუსი დეპუტატი ალექსანდრ შერინი აცხადებს, რომ ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს.
„არსებობს მუხლი მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ამ ჟურნალისტის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული,“- განაცხადა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შერინმა.
მისივე თქმით, ეს იყო გაბუნიას პირადი მოსაზრება და საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რუსეთის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, ვინაიდან „რუსი ტურისტები ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროა.“
შერინმა ასევე განაცხადა, რომ გაბუნიას უღირსი საქციელი უნდა შეწყდეს და თუ ეს „ქართული კანონებით ვერ ხერხდება, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს.“
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“აიპიენი”