„ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში… ათეულშიც არაა…” – ლევან ბერძენიშვილისგან ესტაფეტა მისმა ძმამ გადაიბარა

მეფე ერეკ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დის­კუ­სია კვლავ გრძელ­დე­ბა. გან­ხილ­ვა აქ­ტი­უ­რად მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ასე თი რამ თქვა: “ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, – ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინ­და­თო?..”

ამ­ჯე­რად ერეკ­ლე მე­ფეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას ლევან ბერძენიშვილის ძმა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი აფრქვევს:

„ერეკ­ლე არ არის ქარ­თვე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­ფე­თა არც სა­მე­ულ­ში, არც ხუ­თე­ულ­ში… ათე­ულ­შიც არაა.

შარ­შან და წელს მიხ­დე­ბა ვი­კი­თხო თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოქ­მედ ქარ­თველ ის­ტო­რი­კო­სებს მეთ­ვრა­მე­ტე- მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნის ის­ტო­რი­ა­ზე და­უ­წე­რი­ათ, რად­გან სტუ­დენ­ტებს ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბი. ჩემი ლექ­ტო­რე­ბი – ვახ­ტანგ გუ­რუ­ლი და მე­რაბ ვაჩ­ნა­ძე (სხვე­ბიც, ცხა­დია) პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბევ­რს მუ­შა­ობ­დნენ ამ თე­მებ­ზე. ბევ­რი ნაშ­რო­მი, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს – ერეკ­ლე და მა­ნამ­დე ვახ­ტანგ მე­ექ­ვსეც და მა­ნამ­დე სხვე­ბი – ყვე­ლა შეც­და პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბით.

მწა­რედ ვის­ჯე­ბო­დით, უპერ­სპექ­ტი­ვო, არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­უ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო. არაა ამ სა­კი­თხე­ბის (რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია, ტრაქ­ტა­ტი) უშუ­ა­ლო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის სა­კა­მა­თო, რომ ერეკ­ლემ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ერს წა­არ­თვა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. სწო­რია ბა­რა­თაშ­ვი­ლი. სწო­რია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ახალ­გაზ­რდო­ბამ უნდა იცო­დეს სი­მარ­თლე – ერეკ­ლე არც ფარსმა­ნის ტო­ლია, არც გორ­გას­ლის, არც ბაგ­რა­ტის, არც და­ვი­თის, არც გი­ორ­გის… რა პრობ­ლე­მაა.

ისიც უნდა იცო­დეს, რომ ცე­კას მდი­ვა­ნი შე­ვარ­დნა­ძე ამ სა­ზი­ზღარ “გი­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტატს” რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის კონ­ტექ­სტით აღ­ნიშ­ნავ­და 1983 წელს. სა­ზი­ზღა­რი, ქვე­შევ­რდო­მუ­ლი ფილ­მიც გა­და­ი­ღეს “წიგ­ნი ფი­ცი­სა”. სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გას­ხვი­სე­ბის, რუ­კა­ზე ფე­რის და­კარ­გვის 200 წლის­თა­ვი სწო­რედ, რო­გორც შე­ერ­თე­ბის(და არა მფარ­ვე­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის) ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­კარ­გვის გამო სა­მარ­ცხვი­ნო ზე­იმს ვინც აპ­რო­ტეს­ტებ­და, სუკ­მა ზოგი გა­ა­ციმ­ბი­რა, ზო­გიც გა­ამ­წა­რა, ზო­გიც და­ა­ვად­მყო­ფა… ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის მე­გობ­რე­ბია და ვიცი.

“გი­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტი” – მძულს ეს ორი სი­ტყვა იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ტყუ­ილ­ში ცხოვ­რე­ბაა პრობ­ლე­მა. და მეტი მო­მა­ვა­ლი გვჭირ­დე­ბა და ცოტა წარ­სუ­ლი. ასე ვხე­დავ. სხვა პე­რი­ო­დებ­ზე და პერ­სო­ნებ­ზეც გვე­ლის კლი­შე­ე­ბის, მი­თე­ბის გა­და­ფა­სე­ბა. ნუ და­ვი­ვი­წყებთ, რომ ეს კლი­შე­ე­ბი საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­შია შექ­მნი­ლი. ლე­ვა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უჭ­კუ­ო­ბით და უნე­ბუ­რი დახ­მა­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ჰოდა, უფ­რო­სე­ბიც გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ”, – დაწერა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლმა.