დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთის შიდა პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს, სადაც ცოტა ხნის წინ, პოლონეთის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
როგორც მედია წერს, „ევროპის სახალხო პარტიის“ თამჯდომარის თანამდებობაზე მას სავარაუდოდ მანფრედ ვებერი შეცვლის. პარტიის ლიდერების არჩევა როტერდამში ყრილობაზე მიმდინარეობს.
– “ეს იყო 900 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო” – განაცხადა ტუსკმა თავისი თანამდებობაზე ყოფნის დროს კორონავირუსის პანდემიის, ბრექსიტის, ბელარუსში ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის კომენტირებისას.
ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ უნდა უხელმძღვანელოს ევროპისა და მისი ძირითადი ღირებულებების აღორძინებას.
წყარო: accentnews.ge