ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუმ მიიღო. მინისტრმა და რეგიონის ხელმძღანელმა უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტაქტიკის დახვეწაზე და ოპერაციის ტემპების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ თავად კადიროვმა დაწერა სოც.ქსელში.
„ხუთშაბათს, მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან. ჩვენ არსებითად განვიხილეთ უკრაინაში დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის სპეცოპერაციის ჩატარების საკითხები და განვსაზღვრეთ ურთიერთქმედების შემდგომი გზები. დასახულია ახალი ამოცანები, რომლებიც გულისხმობს შემდგომი ტაქტიკის გაუმჯობესებას. მიღებული ზომები შესაძლებელს გახდის მნიშვნელოვნად გაიზარდოს შეტევითი მანევრების ეფექტურობა, რაც ხელს უწყობს სპეცოპერაციის უფრო სწრაფი ტემპით ჩატარებას. მინისტრმა, ასევე, მთხოვა გულწრფელი მადლიერების სიტყვები გადამეცა ჩვენი მებრძოლებისთვის ნაციონალისტური და ბანდერელთა ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მადლობა გადავუხადე სერგეი კუჟუგეტოვიჩს ჩვენი სპეცრაზმის მუშაობის მაღალი შეფასებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სრულ მხარდაჭერას უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების პირველივე დღეებიდან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ამოცანების გადაჭრის ეფექტურობას“, – წერს კადიროვი.