საშიშია თუ არა თბილისში გავრცელებული კალიები? – რას ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში

სოციალურ ქსელში გავრცელდა მუხიანში გადაღებული ფოტო, სადაც უამრავი კალიაა ასახული.

კითხვაზე არსებობს თუ არა კალიების გავრცელების რეალური საფრთხე მუხიანის მიმდებარე ტერიტორიიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა განაცხადა:

– “ის ტერიტორია, სადაც კალიებია დაფიქსირებული, მუხიანში “დაჩების” მიმდებარე ტერიტორიაა და იქ იყო კალიების რეზერვაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი ადგილზე იმყოფება. ჩავატარეთ შესაბამისი ღონისძიება, რათა არ გაფართოვდეს არეალი და კალიებმა მოსახლოებამდე არ მიაღწიონ”.

როგორც ნიკა მესხი ამბობს, არ არსებობს კალიების სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე, რადგან კალიების ამ სახეობას, რომლებიც მუხიანის ტერიტორიაზე არიან, არ შეუძლიათ ფრენა.

წყარო: resonancedaily