დღეს საქართველოში შიმშილია, ზამთრის მეშინია, შეიძლება პურიც ვეღარ ვიყიდოთ- მსახიობი ზურაბ ანთელავა

მსახიობ ზურაბ ანთელავას პოპულარობა არ აკლდა, თუმცა საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული „ჩემი ცოლის დაქალებში“ კვაზი მანტკავას როლმა მოუტანა.

 

 

ისევე როგორც ბევრ სხვა ხელოვანს, კორონავირუსის პანდემიამ ფინანსური პრობლემები მასაც შეუქმნა. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას მსახიობი ამბობს, რომ შემოდგომა-ზამთარი აშინებს, ვინაიდან შესაძლოა ელემენტარული პურის ყიდვაც კი პრობლემა გახდეს.

 

„ახლა ხილი შემოვიდა, მაგრამ რა ფასი აქვს?! ხორცის ფასი ღირს. სამწუხაროდ დღეს საქართველოში შიმშილია.

 

მგონია, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით უფრო დიდი გაჭირვებაა. პანდემიამ სულ დაანგრია ეკონომიკა, მაგრამ აქ კიდევ სხვა რაღაც ხდება.

 

საწვავი ყველგან გაიაფდა საქართველოს გარდა, რას ჰგავს ეს?!…

 

ახლა ზაფხულია და ცოტა იოლია თავის გატანა. იცით, როგორ მეშინია შემოდგომა-ზამთრის პერიოდის?! შეიძლება პურიც ვეღარ ვიყიდოთ“, – ამბობს მსახიობი.

 

“პრაიმთაიმი”