საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. პლენუმი, რომელიც 9 მოსამართლისგან შედგება, 15:00 საათზე შეიკრიბება. მათ არჩევანი ორ კანდიდატს – მერაბ ტურავასა და ირინა იმერლიშვილს შორის უნდა გააკეთონ.

ტურავა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, ირინა იმერლიშვილი კი ოთხმა. თავმჯდომარე გახდება ის, ვისაც მინიმუმ, 5 მოსამართლე დაუჭერს მხარს. კენჭისყრაში თავად კანდიდატებიც მონაწილეობენ.

 

 

 

 

“იმედინიუსი”