ამ განცხადებების შემდეგ,ისეთი წარმოდგენა დამრჩა,რომ ამ ადამიანს შიგნით მტრები ყავს…
ბატონო ირაკლი
მოგმართავთ დიდი პატივისცემით და თხოვნით…ვინც თქვენ ინფორმაციებს გაწვდით,ეკონომიურ წინსვლაზე, თუ სიღარიბის შემცირებაზე,იქნებ დაინტერესდეთ ვინ არიან და მართლა რეალურ ციფრებს გაწვდიან?? რატომღაც მგონია, რომ შეცდომაში ხართ შეყვანილი და მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას…
ყოველთვის გამიხარდება ჩემი ქვეყნის წინსვლა და წარმატება,მაგრამ რაც ეხლა ჩვენ ქვეყანაში ხდება,ნაკლებად დასაჯერებელია რომ ასეთი აღმასვლით მივდიოდეთ…მითუმეტეს იმ ფონზე,როცა უმუშევრობა არ დაგვიძლევია და არც შემოსავლის წყარო აქვს ხალხს სტაბილური…ოჯახების უმეტესობა ემიგრანტების კისერზეა და მათგან გამოგზავნილი ფულით სულდგმულობას
მგონია, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი….
თეა ბარნაბიშვილი, ბლოგერი; სოციალური ქსელი