სამცხე-ჯავახეთში 11 წლის ბიჭის მშობლები სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხრიდან ბულინგზე ალაპარაკდნენ.
განცხადება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში უკვე შეტანილია გამოძიებით უკმაყოფილო ოჯახი გამოძიების დაჩქარებას მოითხოვს.
მშობლები და ადვოკატები ჩაგვრის მონაწილე პირების გამოვლენას მოითხოვენ. მშობლების თქმით, მაწავლებელი, რომელიც მის შვილს ჩაგრავდა, დღესაც სკოლის დერეფნებში დადის და ბავშვებს ლანძღავს.
ბიჭის ბებიის, თქმით ბავშვზე ზეწოლა სწოლაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩხუბის დროს მან პოლიციაში დარეკა.
ცნობისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არასრულწლოვანს ფსიქიკური ტანჯვა და ზიანი მიადგა.
“ნიუპოსტი”