ლიტვის საელჩოსთან აქცია გაიმართა. საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ევროკავშირისა და LGBT დროშები დახიეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა 4 მომიტინგე დააკავეს, მათ შორის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი.
აღნიშნული დაჯგუფების წევრებმა 6 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც გამართეს აქცია, სადაც პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, დაკავებულთა შორის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილიც იყო.