საქართველომ ერთა ლიგის C4 ჯგუფის მორიგი მატჩი დაასრულა გამარჯვებით.
9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტუმრად თამაშისას საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 3:0 დაამარცხა მეტოქე.
ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა 52-ე წუთზე, მეორე გოლი 62-ე წუთზე გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, მატჩის ბოლო, მესამე გოლი კი ოთარ ქიტეიშვილს ეკუთვნის 84-ე წუთზე.
საქართველო ჯგუფში 9 ქულით ლიდერობს.
მომდევნო თამაში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩატარდება 12 ივნისს თბილისში.