საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “აბრეშუმის გზის ფორუმის” მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ,რომ საქართველოსთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა.
„საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია. ამიტომ, აბრეშუმის გზის ინიციატივის ყველა მონაწილე ქვეყანას ვთავაზობ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სადღეგრძელოს. ეს იმ ქვეყნის სადღეგრძელოა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს,”– განაცხადა გიორგი გახარიამ.